ხორცი დაასუვიდეთ 50 გრადუს ტემპერატურაზე, 40-50 წუთით. შემდეგ შეწვით 180 გრადუს ტემპერატურაზე, 3 წუთით, ორივე მხარეს. ყაბაყი დაამარინადეთ თაფლთან და დარიჩინთან ერთად, შემდეგ ამოავლეთ ფორთოხლის წვენით მომზადებულ ტემპურაში და შეწვით 160 გრადუსზე, 4-6 წუთით. სტაფილოს წვენში მოზელილი ხორბლის ფქვილი გამოაცხვეთ სპირალის ფორმაზე და შიგნით მოათავსეთ მოთუშული და კარაქში კარამელიზირებული ბროკოლი.