ბეზე ამოიყვანეთ დაკონსერვებული მუხუდოს კონსერვით არც სუნი და არც გემო არ დაყვება. ვერ გაარჩევთ ბეზესგან, თუმცა ვისაც არ უყვარს ბეზე და ვინც მარხვას იცავს მათთვის მისწრებაა. საახალწლოდ ალბათ ბევრი ოჯახი მოამზადებს სალათ ოლივიეს, ხოდა ნუ გადაღვრით მუხუდოს წვენს, ათქვიფეთ და მიიღებთ არაჩვეულებრივ ბეზეს. ამ ბეზეს გამოცხობაც ისევეა შესაძლებელი, როგორც კვერცხის ბეზე. მუხუდოს კონსერვის ცივი წვენი 120 მლ ათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე. სწრაფად ითქვიფება. გამყარების შემდეგ დაამატეთ 120 გრ. შაქარი ეტაპობრივად და თან თქვიფეთ.შაქარი სულ დადნება და ბოლოს დაამატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და ვანილი. მინიმუმ 15 წუთი თქვიფეთ. თუ გამომცხვარი გინდათ,დასვით ფორმებით კალკის ქაღალდზე და გამოაცხვეთ 100 გრადუსზე, 1 საათი და 30 წუთით შაქარი და ზეთი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით მდუღარე წყალი და აურიეთ, დაუმატეთ თაფლი, ვანილი, ლიმონის ცედრა და ბოლოს ფქვილი. გადაიტანეთ სამუშაო დაფაზე და ცომი დაამუშავეთ. ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი. მოათავსეთ სამზარეულოს ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 1 საათით. გამოიღეთ, გააბრტყელეთ დაახლოებით 1 სმ. სისქეზე, დაჭერით ფორმების ზომებზე, ჩადეთ ცხიმმოსმულ ფორმებში და გამოაცხვეთ 160 გრ. დაგჭირდებათ დაახლოებით 20 წუთი. გამომცხვარ კალათებში ჯერ ალუბლის ჯემი ჩადეთ და შემდეგ მუხუდოს ბეზეთი მორთეთ, გამოდის ძალიან გემრიელი.