კარგად გარეცხილი ღორის თავ-ფეხი მოხარშეთ. დუღილის დროს მოქაფეთ და დაამატეთ ხახვი, დაფნის ფოთოლი. ამოალაგეთ ხორცი და წვრილად დაჭერით. გადაწურეთ წვენი, დაუმატეთ დანეყილი ნიორი, წიწაკა, შავი პილპილი, ძმარიდა მარილი, წამოადუღეთ დაჭრილ ხორცთან ერთად. სტაფილო მოხარშეთ და დაჭერით. ჭურჭელში გაანაწილეთ ოხრახუშის ფოთლები და სტაფილო. ეს მასა გამზადებულ ჭურჭელში მოათავსეთ, 7-8საათის შემდეგ დაჭერით. გემრიელად მიირთვით.