ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ შაქარი, კვერცხის გული, ზეთი და წყალი, ბოლოს მშრალი ინგრედიენტები. მიღებული მასა გადაანაწილეთ 24–26 სმ საცხობ ფორმაზე, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 35–40 წუთით. რძე წამოადუღეთ, ცალკე 70გრ სიმინდის სახამებელს დაუმატეთ 10ს/კ რძე, აურიეთ, შემდეგ ეტაპობრივად დაუმატეთ ცხელი რძე სახამებლის მასას, მოურიეთ განუწყვეტლივ, მასა გასქელდება, დააფარეთ საკონდიტრო პარკი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, დიდი ხანი უნდა თქვეფა, შემდეგ დაუმატეთ სახამებელის მასას ეტაპობრივად, გამოდის უგემრიელესი პლომბირის კრემი. გამოიყენეთ მხოლოდ, სიმინდის სახამებელი. ბისკვიტი დანამეთ, 150გრ რძეს დაუმატეთ 2ს/კ კონიაკი, წავუსვით კრემი, შემდეგ აიღეთ 7ცალი ბანანი, თითო დაჭერით 4-5 ნაწილად, დააწყვეთთ მჭიდროდ, შემდეგ ისევ კრემი წაუსვით, რომ ბანანი კარგად დაიფაროს. მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, როდესაც ადუღდება, გადმოდგით და დაუმატეთ 1ს/კ ზეთი. გადაანაწილეთ ტორტზე. გირჩევთ მოამზადოთ, საოცრად ჰაეროვანი და უგემრიელესი გამოდის.