პაშტეტი: ცხელ ტაფაზე კარამელიზაცია გაუკეთეთ ხახვს, დაუმატეთ ღვიძლი. როგორც კი ფერს მიიღებს დაამატეთ ღვინო და სპირტის აორთქლების შემდე ნაღები შეაზავეთ ნიორით, სუნელებით და ბოლოს დაააბლენდერეთ კარაქთან ერთად. ფხვიერი ცომი: ფქვილი, კარაქი და კვერცხი მოზილეთ და დაასვენეთ მაცივარში, დაახლოებით 10 წუთით. შემდეგ გამოიტანეთ და მიეცით სასურველი ფორმა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 13 წუთით. კიტრის მწნილი: გააკეთეთ სურნელოვანი “ბრეინი” ქვაბში, ჩაასხით ძმარი, წყალს დაუმატეთ ნიორი, ქინძი, შაქარი, მარილი და პარალელურად წინასწარ დაჭრილ კიტრს მოაყარეთ მარილი, ზედმეტი სითხე რომ გამოუშვას და შემდეგ გარეცხაეთ იდეალურად და გაწურეთ. ბოლოს მოათავსეთ სითხეში, რაც უფრო დიდხანს გაჩერდება უფრო გემრიელი იქნება. მწყერის კვერცხი: კვერცხი მოხარშეთ ადუღებულ წყალში, 4 წუთის შემდეგ მოშოკეთ ყინულში. გული გააზავეთ მარილითა და კრემყველით და წაუსვით ცილა. მარწყვის ჭრიანტელი: მარწყვს მოაყარეთ შაქარი, მარილი და მოასხით ძმარი, როგორც კი დარბილდება დააბლენდერეთ და გაატარეთ საწურში.