ორაგული დაასუვიდეთ 50 გრადუსზე, 30 წუთით. პარალელურად, მოამზადეთ არაციმგალი ქვაბში, ჩააგდეთ კარაქი, დაუმატეთ მჭადის ფქვილი და მოხალეთ დაახლოებით 2 წუთში მოასხით რძე და ნაღები, შემდეგ კვერცხის გული და შებოლილი სულგუნი გადმოიტანეთ ფორმებში და მზად არის. ბროწეულის რედუქცია: ბროწეულის წვენი ჩაასხით ქვაბში, მოაყარეთ შაქარი, მარილი, მოასხით ნაშარაფი და დაუმატეთ მიხაკი. დაარედიუსეთ და მზად არის. წითელი დეკორი: ხორბლის ფქვილს დაუმატეთ ზეთი, მარილი და წყალი, მოათავსეთ სილიკონის ფორმებში და მოსხეთ სანამ არ გახდება ხრაშუნა. აჯიკის სორბეტი: წითელ ბულგარულები გამოაცხვეთ, შემდეგ მოაშორეთ კანი და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ სუნელები, ძმარი და ნიორი დააბლენდერეთ. დაუმატეთ აგარ–აგარა, როგორც კი შესქელდება გაყინეთ მაცივარში. სოკო და პატარა ხახვები: სოკო და პატარა ხახვები მოამზადეთ სურნელოვან კარაქში, ქონდართან ერთად. პიტნიანი ნადუღის ფროსტინგი: ნადუღს დაუმატეთ კარაქი და პიტნა დააბლენდერეთ. გაატარეთ საწურში.