წიწმატის თივისთვის გარეცხეთ და ქაღალდით გაამშრალეთ, ღუმელში 110 გრადუსზე გამოაშრეთ 30-35 წუთით, რაჭული ლორი დაჭრით ძალიან თხელ ნაჭრებად, საცხობ ქაღალდებს შორის მოაქციეთ, ზემოდან სიმძიმე დაადეთ და წიწმატთან ერთად დააჩიფსეთ ღმელში, 110 გრადუსზე, 30-35 წუთით. ჭვიშტარის კონუსისათვის, ქერის ფქვილი მოხალეთ და გააგრილეთ, დაუმატეთ ჭყინტ,ი ტკბილი სიმინდის მარცვლები, ჩახეხილი შებოლილი სულგუნი ( მეტწილ კანის ნაწილებს რომ მეტად ინტენსიური არმომატი ქონდეს), ზეთი, მარილი და წყალი რამდენსაც შეიზელს. საცხობი ქაღალდისაგან გააკეთეთ კონუსის ფორმები, დაპრესეთ ჭვიშტარის მასა და გული ამოაცალეთ, ჩადეთ შიგნით ფოლგა რომ გამოცხობისას შეინარჩუნოს ფორმა. ღუმელში გამოაცხვეთ 150 გრადუსზე, 15 წუთით და შემდგომ გაუწიეთ ღუმელს 170 გრადუსზე და გამოაცხვეთ 15 წუთით. გააგრილეთ, ყალიბიდან ამოიტანეთ და შიგნიდან ზედმეტი ჭვიშტარის მასა მოაცილეთ. ჯონჯოლის კრემისთვის, ჯონჯოლი, კახური ზეთი და წითელი ხახვი ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, წვრილ ბადეში გაატარეთ რომ უხეში ნაწილები არ გაყვეს. კარაქი ათქვიფეთ რომ გაჰაეროვნდეს, შემდგომ ათქვიფეთ კრემყველი და დაუამატეთ ჯონჯოლის დაბლენდერებულ მასა, დაუმატეთ ოდნავ მარილი და ლაიმის ცედრა არომატისთვის. ღრუბელის ბისკვიტისთვის, კვერცხი ათქვიფეთ ყველა იგრედიენტთან ერთად და გადაიტანეთ სიფონის აპარატში, გაზეთ 4 კაფსულით, შეანჯღრიეთ და დაელოდეთ 5 წუთით, შემდგომ ერთჯერად ჭიქაში ჩაასხით ნახევრამდე და მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეთ 50 წამით, 400 ვატის სიმძლავრეზე, გააგრილეთ და გამოტანეთ ყალიბიდან. მწვანე ვაშლი დაჭერით ჩხირებად და ცივი შებოლვის მეთოდით შებოლეთ და გააჩერეთ ბოლში 5 წუთით. თეფშზე გაშალეთ წიწმატის თივა, ღუბელის ბისკვიტის ნატეხები, ჭვიშტარის კონუსი შეავსეთ ჯონჯოლის კრემით და დაადეთ ზემოდან. დაუმატეთ რაჭული ლორის ჩიფსები და შებოლილი მწვანე ვაშლი.