ფუჩეჩის მერინგასთვის, ფუჩეჩი შესვით ღუმელში 150 გრადუსზე, სანამ არ გამოშრება და ფერს არ შეიცვლის, შემდგომ დააბლენდერეთ და პუდრად აქციეთ. სადგამ მიქსერში, საშუალო სიჩქარეზე, ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა, გათეთრებას რომ დაიწყებს ცილა ნელ–ნელა დაუმატეთ შაქარი, ათქვიფეთ სანამ კარგად არ შემაგრდება, შემდგომ გამორთეთ და შპატულით გადაურიეთ ფუჩეჩის პუდრი, სახამებლი და ძმარი შევურიოთ ერთმანეთს და ამ მასის 5 გრამიც გადაურიეთ, გადაიტანეთ ტომარაში და საცხობ ქაღალდზე დასვით მრგვალ ფორმებად, გამოაცხვეთ ღუმელში 120 გრადუსზე, 1 საათით. სიმინდის კრემისთვის, სიმინდის მარცვლებს დაასხით რძე და საშუალო ცეცხლზე გააშრეთ 10 წუთით, შემდგომ დაუმატეთ მარილი, შაქარი, ნაღები და გააგრძელეთ ხარშვა, სანამ კარგად არ შესქელდება, დააბლენდერეთ, წვრილ ბადეში გაატარეთ და გააცივეთ. სიმინდის მუსისთვის, ნაღები ათქვიფეთ და ცალკე ჯამში სიმინდის კრემი და მასკარპონე გადათქვიფეთ ერთმანეთში. ფრთხილად შეურიეთ ამოთქვეფილი ნაღები, გადაიტანეთ სიფონის აპარატში და დაგაზეთ 4 კაფსულით. ტყემლის მურაბისთვის, ტყემალი გაასუფთავეთ კურკებისგან და ქვაბში ჩასვით, დაუმატეთ შაქარი, დაღერღილი წიწაკა, მარილი, ლაიმის ცედრა და ლაიმის ფრეში. წამოადუღეთ. გასაფორმებლად სიმინდის ულვაშები შეწვით ზეთის აბაზანაში და როდესაც ამოიღებთ გაშალეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.