პირველ რიგში, გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, ზედა ქვედა წვით. გამოიტენეთ 22/31 სმ საცხობი ფორმა. ფქვილი, კაკაო, სოდა შეურიეთ, გაცერით და დაამატეთ შაქარი, მარილი. დაასხით, ზეთი, ოთახის ტემპერატურის წყალი, მასა გააერთიანეთ, გამოდის დასასხმელი ცომი. სულ ბოლოს შეურიეთ ძმარს კარგად, გადაიტანეთ საცხობ ქაღალდდაფენილ ფორმაზე და გამოაცხვეთ მზაობამდე, შეამოწმეთ ხის ჩხირით რამდენიმე ადგილას . კრემისთვის შაქარი და ფქვილი შეურიეთ კარგად ,დაასხით წყალი, გააერთიანეთ და მოხარშეთ ფაფა ,როდესაც გასქელდება შუშეთ დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით, დაახლოებით 15 წუთით. ფქვილს სუნი გაუვიდეს და ჩააყარეთ ცხელში დაქუცმაცებული შოკოლადი და ვანილი, გააერთიაანეთ, გადაიტანეთ სხვა თასზე, კონტაქტურად გაუკეთეთ სამზარეულოს ცელოფანი, რათა თავი არ მოუხმეს და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. გათქვიფეთ სამარხვო კარაქი და თითო კოვზობით, პორციებად, შეათქვიფეთ იმავე ტემპერატურის ფაფა . კარგად გაციებულ ფირფიტებს მოაჭერით გვერდები, დაკრემეთ და მორთეთ.