კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ 200გრ კარაქი ან ზეთიც შეიძლება, 1ც ლიმონის ცედრა ( წვენი შეინახეთ ტაფაზე მოსასხმელად) 3 ჭიქა მაწონი ან რძე, გამაფხვიერებელი ან 1 ჩკ სოდა ძმრით და 5-6ჭიქა ფქვილი ჩაასხით ცხიმმოსმულ ფორმაში, ზემოდან მოაწყვეთ წინასწარ გამზადებული, დაჭრილი ვაშლი და შედგით 170-180 გრადუსზე, დაგჭირდებათ 1 საათი, შეიძლება ცოტა მეტიც დასჭირდეს გული რომ კარგად გამოუშრეს, უმჯობესია ჩართოთ ქვედა წვაზე. გამოცხობამდე 10-15წუთით ადრე მოასხით 1ცალი ლიმონის წვენში გაზავებული 1ჩ/კ დარიჩინი და და შაქრის პუდრა. არომატულ გემოს აძლევს, უგემრიელესია.