რულეტი "ჟირაფი"
რულეტი "ჟირაფი"
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კაკაო - 10 გ
  • ვანილი
  • ფქვილი - 70 გ +1 ს.კ
  • რძე - 60 მლ
  • ზეთი - 40 მლ
  • შაქარი - 20 გ+2 ს.კ
  • კვერცხის გული - 4
  • ცომისთვის:
  • კვერცხის ცილა - 20 გ
  • ნებისმიერი კრემი
მომზადების წესები
თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი. ჟირაფის ზოლები შეგვიძლია წინასწარ მუქი ფანქრით დავხატოთ, ან ინტერნეტიდან ამოვბეჭდოთ და ქვეშ დავუფინოთ საცხობ ქაღალდს. ასე უფრო ადვილად გავიმეორებთ კონტურებს ცომით. შეგვიძლია პირდაპირ ცომით დავხატოთ.

მოვამზადოთ თეთრი ცომი.
ავთქვიფოთ კვერცხის გულები, 20 გ შაქარი, ზეთი, რძე და ვანილი. დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. 
ამოვიღოთ 2 სავსე კოვზი ცომი ცალკე, შევურიოთ 1 კოვზი ფქვილი. დარჩენილ ცომს კი დავამატოთ კაკაო.  ცალკე ავთქვიფოთ 20 გ ცილა და 2 ს.კ. შაქარი. როცა მყარ ბეზეს მივიღებთ, შევურიოთ ცალკე გადმოღებულ  2 კოვზ ცომს. ამ ცომით დავხატავთ ჟირაფის ღია ფერის ზოლებს. ჩავასხათ ცომი ქაღალდისგან გაკეთებულ კორნეტში ან საკონდირო ტომარაში, წავაჭრათ თავი (ძალიან წვრილი დიამეტრით) და გავაკეთოთ ზოლები საცხობ ფურცელზე.

ვაცხობთ 1 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვიღოთ.

პარალელურად, დარჩენილი ცილა კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ კაკაოან ცომს ფრთხილად. ეს ცომი დავასხათ საცხობ ფურცელზე და ზედაპირი კარგად მოვუსწოროთ.  ძირზე ხელი რამდენჯერმე მივარტყათ, რომ ფაერის ბუშტები გამოვიდეს. ვაცხობთ დაახლოებით 10-12 წუთი. როგორც კი ზედაპირი შეშრება მზადაა, შეგვიძლია ხის ჩხირითაც შევამოწმოთ მზაობა. მთავარია დიდხანს არ მოგვივიდეს და თეთრი ზოლები არ გამუქდეს.
გადმოიღეთ ბისკვიტი თუნუქის ფურცლიდან, გააგრილეთ, ააცალეთ ქაღალდი.
შეგვიძლია წავუსვათ ნებისმიერი სასურველი კრემი, ჩავაყოლოთ ხილი ან კრემის ნაცვლად გამოვიყენოთ ჯემი.



*რულეტის გადახვევის ტექნიკას გაეცანით ამ  ბმულზე