ძმარი და შაქარი წამოადუღეთ ერთად და დაუმატეთ გატარებული ან დაჩოფერებული წიწაკა.ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი და ჯანჯაფილი. უნდა იდუღოს ფერის შეცვლამდე. თავიდან თხელი მასა გამოდის, მაგრამ როცა დადუღდება გასქელდება.