ხმელი ლობიო მოვხარშე და გადავიტანე საწურზე. წვენი შევინახე. სანამ დაიწურა ლობიო, ზეთში ბლომად მოვშუშე დაჭრილი ხახვი. შემდეგ ხორცსაკეპში გავატარე ლობიო და მოშუშული ხახვიც, ერთი მასა მივიღე. შევანელე დაფქვილი წიწაკით, პილპილით და მარილით, გავაზავე ლობიოს ნახარში წვენით სასურველ სისქემდე. მოვზილე საფუარიანი ცომი: ხორბლის ფქვილით, ფხვიერი საფუარით და თბილი, სუსტი მარილწყლით, ბოლოს ჩავზილე ზეთიანი ხელით და დავდგი ასაფუებლად. ცომი რომ გაფუვდა, ამოვიღე პატარა გუნდები, ჩავუდე გამზადებული ლობიოს გული, მოვახვიე, გავაბრტყელე ტაფის ზომაზე და გამოვაცხე გაზქურაზე. გამომცხვარ ლობიანებს ორივე მხრიდან გადავუსვი მარგარინი (კარაქი).