აურიეთ სიმინდის ფანტელები, დაჭრილი თხილი და მოხარშული შესქელებული რძე. 70–80 მლ მოცულობის კონუსის ფორმა შიგნიდან დაასველეთ წყლით და მიღებული ნარევი მოათავსეთ ჩაის კოვზით. შედგით მაცივარში, 3 საათის განმავლობაში. 3 საათის შემდეგ, ფრთხილად მოაცილეთ ფორმა, გირჩებიც მზადაა. მოათავსეთ დესერტი თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა გემოვნებით.