ღრმა ტაფა დადგით დაბალ ცეცხლეზე. ჩაასხით 200 გრამი თაფლი და გააჩერეთ მანამ, სანამ მუქი ოქროსფერი არ გახდება. თაფლი არც უნდა აქაფდეს და არც უნდა ადუღდეს. თხილეული დაჭერით თქვენთვის სასურველ ზომებად და კრეკერთან ერთად მოათავსეთ ტაფაზე. კარგად ურიეთ, შემდეგ კი დაამატეთ ვანილი. გადმოიღეთ ტაფიდან და გააბრტყელეთ. მას შემდეგ, რაც გაცივდება, დაჭერით ოთხკუთხედებად. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ 1 ფილა შოკოლადი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი. მიღებულ მასაში ამოავლეთ დაჭრილი ნუგბარი, დაელოდეთ გაციებას და გემრიელად მიირთვით.