საახალწლო „შუბა–სალათი“ სკუმბრიით – სამარხვო რეცეპტი
საახალწლო „შუბა–სალათი“ სკუმბრიით – სამარხვო რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ელგა ტაბატაძემ გაგვიზიარა. მკითხველების რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს. 

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 500 გრ
  • სტაფილო - 500 გრ
  • ჭარხალი - 500 გრ
  • ბოლოკი - 200 გრ
  • სკუმბრიას კონსერვი
  • მაიონეზი (სამარხვო)
  • პილპილი - გემოვნებით
  • კამა - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • ხახვი - 1 კონა
მომზადების წესები

ნებისმიერი თევზით შეგიძლიათ მოამზადოთ, მე გამოვიყენე სკუმბრიას ზეთიანი კონსერვი.

მოხარშეთ ცალ–ცალკე კართოფილო, სტაფილი და ჭარხალი.

კუბიკებად დაჭერით ყველა მოხარშული ინგრედიენტი. დააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი ღრმა მინის ჭურჭელში, ჯერ კარტოფილი გადაიტანეთ, შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები. ყველა ფენას მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი, მწვანილები, მაიონეზი, ბოლოს დააფინეთ სკუმბრია და მაღლიდან დაალაგეთ კარტოფილი, მარილი, პილპილი. ცელოფანი გადმოკეცეთ, დავაყოვნეთ ნახევარი საათი მაცივარში. შემდეგ, გამოიღეთ და გაალამაზეთ გახეხილი ბოლოკითა და ჭარცხლით.