თუ გვსურს, რომ თაფლაკვერები გამოვიდეს მუქი, შეგვიძლია შაქარი გავადნოთ ცეცხლზე ფერის შეცვლამდე, არ დავწვათ. ასევე შეგვიძლია ავურიოთ კაკაო. თუ თაფლი მუქია, მაშინ არ სჭირდება და ამ შემთხვევაში შაქარი კვერცხთან ერთად ითქვიფება. თაფლი შევათბოთ, დავუმატოთ გამდნარი შაქარი, სუნელები და კარაქი, ვურიოთ დაბალ ცეცხლზე 1-2 წუთით. არ აგვიდუღდეს, შევაგრილოთ იქამდე, რომ კვერცხში შერევისას არ მოგვეხარშოს. ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ შეგრილებული მასა, სოდა, მწიკვი მარილი და ფქვილი. გადმოვიტანოთ საბრტყელებელზე და შევაზილოთ დანარჩენი ფქვილი, მასა არ უნდა გვეკროდეს ხელზე. შევახვიოთ საკვების ცელოფანში და დავასვენოთ მაცივარში 1-2 საათით ან უმჯობესია მთელი ღამით. გავაცხელოთ ღუმელი 180-190 გრადუსამდე. გავყოთ ცომი რამდენიმე ნაწილად, გავაბრტყელოთ 1-0.5 სმ ამოვჭრათ სასურველი ფორმები. დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და ვაცხოთ 10-15 წუთით. გამოვიღოთ, შევაგრილოთ და მზადაა მოსახატად. მოსახატი აისინგი: კვერცხის ცილა 1(45გრ) შაქრის პუდრა 200-250 ცილა მიქსერით ავთქვიფოთ მსუბუქად, შევურიოთ ნელ-ნელა შაქრის პუდრა სასურველ სისქემდე. კონტურებისთვის და წარწერებისთვის სასურველია სქელი მასა. ფერებისთვის შევურიოთ გელსაღებავები. ფხვნილიც შეიძლება. თუ მასა გაგვისქელდა, ლიმონის წვენით გავათხელოთ. მასა გადავიტანოთ ერთჯერად ცელოფნის პარკებში, გავკვანძოთ და წვერი მოვაჭრათ გამოყენების დროს, კონტურისთვის 2-3 მმ, ხოლო შიგთავსისთვის 3-ზე მეტი. შრება 4-დან 12 საათამდე, გააჩნია აისინგის სისქეს. შეგიძლიათ გაუკეთოთ ნახვრეტი და ნაძვის ხის სათამაშოებიც მზადაა. ძლებს საკმაოდ დიდი ხანი. ბუნებრივი კონსერვანტების დახმარებით, როგორიცაა თაფლი და შაქარი. ძალიან სასიამოვნო პროცესია და ამიტომ შეგიძლიათ თქვენთან ერთად ბავშვებიც ჩართოთ. გემრიელად მიირთვით, მრავალ ახალ წელს დაესწარით! პ. ს. ტემპერატურა, ასევე ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელებზე. ასევე, სუნელების დამატება-მოკლება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ გიყვართ დარიჩინის გემო, შეგიძლიათ მეტი დაუმატოთ.