ბისკვიტისთვის აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ კარაქი და რძე, კვლავ ათქვიფეთ. მშრალი ნარევი ჩაასხით კარაქისა და რძის ნარევში, მაგრამ არა ერთდროულად, არამედ 2-3 ნაწილად. უნდა მიიღოთ სქელი ცომი. შემდეგ დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი და კვლავ ათქვიფეთ. მოათავსეთ საცხოფ ფორმაზე საცხობი ქაღალდი და დაასხით ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. გააგრილეთ მზა ორცხობილა და დაჭერით 3 ნაწილად. კრემისთვის რძის, კვერცხის, ფქვილისა და შაქრისგან, მოხარშეთ კრემი. ცხელ კრემს დაუმატეთ ვანილინი და კაკაო. გაცივებულ კრემს დაამატეთ დარბილებული კარაქი. წაუსვით ნამცხვრს კრემი. 100 გრ შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაში და დაასხით ტორტის ზედაპირზე. მოათავსეთ მაცივარში, სანამ შოკოლადი გამკვრივდება. დეკორაციისთვის, წყლის აბაზანაში გაადნეთ 150-200 გრ შოკოლადი. სამზარეულოს ქაღალდისგან გააკეთეთ შპრიცი, ჩაასხით გამდნარი შოკოლადი და შექმენით ფიფქის ფორმები საცხობ ქაღალდღე. მოათავსეთ ფიფქები მაცივარში, სანამ გამყარდება და როდესაც გამაგრდება, ფრთხილად გადაიტანეთ ნამცხვარზე, შემდეგ ისევ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით.