მზადდება დაკონსერვებული მუხუდოს კონსერვისაგან. არც სუნი და არც გემო არ დაყვება. ვერ გაარჩევთ ბეზესგან, თუმცა ვისაც არ უყვარს ბეზე და ვინც მარხვას იცავს მათთვის საუკეთესო არჩევანია. საახალწლოდ, ალბათ ბევრი ოჯახი მოამზადებს სალათ ოლივიას, ნუ გადაღვრით მუხუდოს წვენს. ათქვიფეთ და მიიღებთ არაჩვეულებრივ ბეზეს. მუხუდოს კონსერვის ცივი (მაცივარში ნადები) წვენი 120 მლ. ავთქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე. სწრაფად ითქვიფება. გამყარების შემდეგ, დაამატეთ ეტაპობრივად შაქარი და თან თქვიფეთ. როდესაც შაქარი ბოლომდე დადნება, დაამატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და ვანილი. მინიმუმ 15 წუთი თქვიფეთ. თუ გამომცხვარი გინდათ, დავსვათ ფორმებით კალკის ქაღალდზე და აცხვეთ 100 გრადუსზე, საათი და 30 წუთით.