მოხალეთ ზესუმზირის გული, ამასობაში ქვაბში მოათავსეთ 2 სკ თაფლი და დადგით ცეცხლზე. წამოადუღეთ ოდნავ და გადმოდგით. ასე გაიმეორეთ 3 ჯერ, ბოლოს დაამატეთ შაქარი, მოხალილი გული და მოშუშეთ 3 წუთის განმავლობაში. მზა მასა გადმოიტანეთ სველი ხის დაფაზე და მიეცით ფორმა. 1 საათში უკვე მზად არის, შეგიძლიათ დაჭრათ და მიირთვათ.