კვერცხი და შაქარი კარგად ამოიყვანეთ, დაამატეთ კარაქი, თაფლი, ზეთი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მიხაკი, არაყი, ვანილი და შემოდგით ნელ ცეცხლზე. როცა კარაქი და თაფლი გადნება, გადმოდგით და დაამატეთ სოდა და ფქვილი, კარგად მოზილეთ და გადაიტანეთ სამზარეულოს ცელოფანში, გააჩერეთ 3 საათით. კალკადაფენილზე გააბრტყელეთ, კალკაზევე ამოჭერით საახალწლო ფორმები. მოაცალეთ გვერდები, ესეც ხელმეორედ გადაზილეთ და გამოჭერით, სანამ პირველი პორცია გამოცხვება, შედგით მაცივარში რომ გამოცხობის დროს ფორმა არ დაკარგოს. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170 გრადუსზე, ქვედა წვით, ძალიან მალე ცხვება, 10 წუთი არც უნდა. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი, ამოიყვანეთ, ძალიან არ უნდა ამოყვანა. დაამატეთ გაცრილი შაქრის პუდრა, ლიმონი, ვანილი, გაყავით სამ ნაწილად, დაამატეთ საკონდიტრო საღებავი და მორთეთ. გამოიყენეთ მარციპანის ფიფქები და ვარსკვლავები. მორთეთ თქვენ გემოვნებით.