3კვერცხი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ კარგად, დაამატეთ შაქარი, ვანილი, კარაქი, ზეთი, რძე ( შეგიძლიათ ჩაანაცლოთ მაწონით, კეფირით, იოგურტით ან არაჟნით) შესქელებული რძე, სოდა ძმრით. 2-3 წუთის განმავლობაში ეს ყველაფერს კარგად ათქვეფეთ და შემდეგ დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ნაზი ცომი. დაასვენეთ15-20წუთით, შემდეგ გააბრტყელეთ და ამოჭერით სასურველი ფორმები. აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 200 გრადუსზე, მზაობამდე. ძალიან არ გამოაშროთ. როდესაც ორცხობილები გაგრილდება, შეინახეთ დახურულ ჭურჭელში. ორცხობილების ნაწილს მოაყარეთ შაქრის პუდრი.