ცომი იმდენხანს უნდა ზილოთ, რომ როდესაც გაჭრით, ნასვრეტები უნდა ჰქონდეს. გაყავით 45 პატარა ბურთულად. დააწყვეთ მაგიდაზე და დაასვენეთ 20 წუთით, შემდეგ გაიყვანეთ ნახევრად და დაადეთ 7- 7 ფენა ერთმანეთს. ფენებს შორის ფქვილი მოაყარეთ, რომ არ დაეკროს. ასე გააკეთეთ ყველა. ამის შემდეგ, დაიწყეთ თითო ფენის ხელით გაწელვა, მაქსიმუმ დათხელებამდე, საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადააფინეთ ფენა, უნდა გადავიდეს საცხობ ლანგარზე, არ უნდა იყოს მოჭმუჭნული. ყველა ფენას დაასხით ცხიმი და ყოველ მე-7 ფენას გატარებულ თხილი ან ნიგოზი მოაყრეთ (შეგიძლიათ ორივე ერთად ოაყაროთ) ბოლო მე–9 ფენას კი მხოლოდ ცხიმი. დაჭერით და შედგით გამოსაცხობად, 200 გრადუსზე და რომ ამოვა 100 გრადუსზე გააშრეთ, სანამ არ მოწითლდება. სიროფი: 2 ჭიქა შაქრისგან და 1 ჭიქა წყლისგან მოადუღეთ სიროფი, ცოტა რომ შესქელდება მზადაა. გადმოდგით, ცოტა შეაგრილეთ და დაასხით ცივ ბაქლავას. გემრიელად მიირთვით.