ცილა კარგად ამოიყვანეთ, დაამატეთ შაქარი, დაკვერცხის გული და თქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში, დაამატეთ სოდა ძმრით, თაფლი, ნიგოზი და ფქვილი ერთად აურიეთ, რომ ნიგოზი დაბლა არ წავიდეს, გადაიტანეთ კალკადაფენილ ცხიმწასმულ ფორმაზე, გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 160 გრადუსზე. შეგიძლიათ დაწიოთ ტემპერატურა, რადგან სწრაფად ცხვება. იყავით ყურადღებით, არ დაგეწვათ. კარაქი ამოიყვანეთ გათეთრებამდე, დაამატეთ ნელ–ნელა შესქელებული რძე, ვანილი. გაგრილებულ იდეალის ფენებს მოაჭერით გვერდები. (ღუმელში 5 წუთით შედგით, რომ კარგად დაიფშვნას გვერდები, მაღლიდან მოსაყრელად) წაუსვით კრემი, ყველა ფენას მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.