დააბლენდერეთ ბანანის რბილობი, მიიღებთ 260 გრ ბანანის პიურეს. ცალკე თასში შეურიეთ მზესუმზირის თესლი და ბანანის პიურე. აურიეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას. წინასწარ გაახურეთ ღუმელი, 120 გრადუსზე. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ პერგამენტული ქაღალდი, წაუსვით მცენარეული ზეთი. პიურე განათავსეთ 5 მმ სისქის თანაბარ ფენად. დანის ბლაგვი მხრიდან გააკეთეთ ჩაღრმავებები, რომლის დახმარებითაც მარტივად დაჭრით გოზინაყს. განათავსეთ გახურებულ ღუმელში და გააშრეთ დაახლოებით 1,5 - 2 საათის განმავლობაში. რაც უფრო თხელია ფენა, მით უფრო სწრაფად გაშრება გოზინაყი.