შოკოლადის ბლინების ტორტი
შოკოლადის ბლინების ტორტი
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი - 90 გ
  • ნაღები 32% -36% - 250 მლ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • მარილი - მწიკვი
  • შაქარი - 100 გ +30 გ კრემისთვის
  • კაკაო - 4 ჩ.კ
  • ფქვილი - 175 გ
  • რძე - 350 მლ
  • ზეთი - 4.5 ჩ.კ
  • ვანილი
მომზადების წესები

შევურიოთ  ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ დავამატოთ ზეთი და რძე.  კარგად ავურიოთ.

ტაფა გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. დავასხათ დაახლოებით 60 მლ ცომი და გამოვაცხოთ ბლინები ორივე მხრიდან. გავაციოთ.

ავთქვიფოთ ნაღები და შაქარი. მიღებული კრემი წავუსვათ ბლინებს. შეგვიძლია შევურიოთ რომელიმე ხილი.
ზემოდან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.

ტეგები:
კრემი კაკაო ბლინი ნანახია: 25692