წვენსაწურში გამოწურული მანდარინისა და კივის წვენი, 50გრ ჟელატინი, 2ჭ ცივი წყალი (ადუღებული) გააჩერეთ 2 საათით. 2 ჭიქა შაქარი და 50გრ ჟელატინი წამოადუღეთ, როდესაც გაგრილდება დაამატეთ 400გრ არაჟანი, ვანილი. ჩაასხით სასურველ ფორმებში და გააცივეთ. უნდა მოამზადოთ 2 ფენა: ისევ მზა 50 გრ ჟელატინი და 2 ჭიქა შაქარი აადუღეთ გამოწურულ 2 ჭიქა მანდარინის წვენთან ერთად, დაამატეთ ვანილი და გააცივეთ. ასე მოამზადეთ კივის ფენაც (ჯამში სამ ფერზე 150გრ ჟელატინი) გააფორმეთ სურვილისამებრ.