ჯამში ჩაასხით ბოსტნეულის ზეთი, გაწურული ფორთოხალი, ლიმონი, ჩახეხეთ ორივე ხილის კანი (ცედრა). კარგად ათქვიფეთ ეს მასა ხელის მიქსერით, რომ გაიხსნას ყველა ინგრედიენტი. შემდეგ, ჩადეთ ქათმი და ეს მასა კარგად შეაზილეთ. ნიორი, ქინძი, მწვანე ხახვი და როზმარინის ტოტი ჩადეთ მუცელში. გამოაცხვეთ კარგად გახურებულ ღუმელში, 25-30 წუთით. გარნირისთვის ეცადეთ რომ ყველაფერი დაჭრათ საშუალო ზომის სამკუთხედებად, შემდეგ შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე, დააყარეთ ორეგანო, ცოტა მარილი და 1 კბილი დაკეპილი ნიორი. გარნირიც მზადაა. ბროწეულის წვენი ჩაასხით ქვაბში, შემდეგ დაასხით ტკბილ - მწარე სოსუსი, პილპილი, წითელი ღვინო და ამ ყველაფერს მოაყარეთ 150 გრ შაქარი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ეს მასა არ შეიკვრება და გახდება ბლანტი.