გოგრა დაჭერით საშუალო ზომის კუბებად, წაუსვით ზეთი, შემდეგ თაფლი, დაადეთ ანისის ვარსკვლავი და დარიჩინის ჩხირი თითოეულ მათგანს და გახეხეთ. ფოლგაში გამოაცხვეთ 250 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში. გოგრაზე დადეთ ნაყინი, მოაყარეთ დანაყული თხილი და გემრიელად მიირთვით.