თასში მოათავსეთ, ფქვილი და კარაქი (ცივი) გააფხვიერეთ, თუ გამაფხვიერებელს დაუმატებთ, ფქვილთან შეურიეთ, თუ სოდას – მაშინ არაჟანს დაუმატებთ. ცალკე ათქვიფეთ, 4 კვერცხის გული და არაჟანი, 1 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად მოიტოვეთ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, თავიდან 600 გრ აიღეთ, თუ დააკლდა, 50 გრ დაამატეთ ეტაპობრივად. დააყოვნეთ მაცივარში, რამოდენიმე საათი. ათქვიფეთ 5 კვერცხის ცილა და დაამატეთ დანის წვერით, მარილი. შაქარი დაამატეთ ეტაპობრივად, თქვეფის დროს. დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში დაუმატეთ ბეზეს. ცომი გაყავით 3 ტოლ ნაწილად. გააბრტყელეთ, წაუსვით ბეზე და გადაახვიეთ რულეტივით, დაჭერით სასურველ ზომაზე. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, წაუსვით კვერცხის გული, დააფინეთ ქაღალდი. წინასწარ გაახურეთ ღუმელი, გამოაცხვეთ ზედა – ქვედა წვით, 180° – ზე. აცხვეთ შეწითლებამდე, შემდეგ გადაუსვით თაფლი.