ნახევარლიტრიან ქილა შაქარს დაასხით ძველებური ღვინის ჭიქა წყალი, დაუმატეთ პატარა ნატეხი შაბი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე გაყვითლებამდე. როცა კარგად შეიცვლის ფერს, ჩაყარეთ ერთი ღრმა თეფში დაჭრილი ნიგოზი (უკეთესია, თუ წინასწარ მოხალავთ და კანს გააცლით). კარგად ურიეთ მოყავისფრო ფერის მიღებამდე. თუ ვანილი გიყვართ, მისი დამატებაც შეიძლება სველ ხის დაფაზე გადაიტანეთ და წყლიანი ხელით გაასწორეთ. თბილივე დაჭერით.