ღუმელი წინასწარ გავახუროთ 250 გრადუსზე. შოკოალადი დავამტვრიოთ და გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილას დავამატოთ ცოტა მარილი და ავთვიფოთ სანამ მყარ ბეზეს არ მივიღებთ. გულები გათეთრებამდე ავთქვიფოთ და შოკოლადს შევურიოთ.შემდეგ შოკოლადიან მასას შევურიოთ ცილა. მივიღებთ მუსის მსგავს "ცომს" 10-15 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ცომი. ვაცხობთ 8 წუთს, შემდეგ გამოვიღოთ, გავაგრილოთ და მაცივარში შევინახოთ.ზემოდან მოვაყაროთ კაკაო, შაქრის პუდრი ან კვლავ გამდნარი შოკოლადი მოვასხათ.დავჭრით ცხელ წყალში დასველებული და გამშრალებული დანით.