სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, თაფლი (სასურველია წაბლის,თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი ნატურალური თაფლი გამოიყენოთ) დადგით დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ სანამ ყველაფერი კარგად არ გადნება, და როგორც კი დუღილს დაიწყებს, დაამატეთ სოდა, მასა ამოფუმფულდება, მორევა არ შეწყვიტოთ, დაიწყებს ფერი ცვლას და მუქი კარამელის ფერს რომ მიიღებთ, გადმოდგით ცეცხლიდან. ოდნავ გააგრილეთ და შეათქვიფეთ კვერცხი (სწრაფად ურიეთ რომ კვერცხი არ შეგიდედდეთ). ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ გაცრილი 5 ჭიქამდე ფქვილი (700გრ) მასა არის საკმაოდ წებოვანი, ასე რომ ფქვილში ამოისვარეთ ხელი და ისე გაიყვანეთ ფრთხილად. ამ შემთხვევაში, გამოყენებულია 26 სმ დიამეტრიანი ფორმა და გამოვიდა 6 ფირფიტა. გამოაცხვეთ 200 გრადუსსზე, 2-3 წუთით, ფირფიტები გამოდის ძალიან ფუმფულა. კრემი 1 : 4 კვერცხის გული, და 180 გრ შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი და ცხელი რძე. დადგით ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ფაფა გადმოიტანეთ დასზე, გააცივეთ. ცალკე ამოიყვანეთ 300 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და შეათქვიფეთ ფაფა, შემდეგ დაამატეთ 6 ს/კ შესქელებული რძე და 3ს/კ არაჟანი. ვანილი. კრემი 2 : შესქელებულ რძეს დაამატეთ კარაქი, არაჟანი და ვანილი. ( ყველაფერი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემი აიჭრება)