ნახევრად მოხარშეთ დედალი ინდაური და შებრაწეთ აირღუმელში.(თუ წინადღეს ამზადებთ, უკეთესია.დაუმატოთ ბულიონის ცხიმი შეწვისას.) 500 გრამი კარგი ხარისხის, დარჩეული ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. 2 ცალი წიწაკა,10 კბილი ნიორი, ყვითელი ყვავილი, მიხაკ-დარიჩინი(გემოვნებით) და მარილი დანაყეთ კარგად. აურიეთ ნიგოზში და გამოხადეთ ზეთი. 600 გრ (გაურჩეველი) წითელი ხახვი გაარჩიეეთ და დაჭერით ძალიან წვრილად. მოთუშეთ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში, არ გაააწითლოთ, უნდა მოითუშოს. დააყარეთ 2 ს/კ სიმინდის ფქვილი (ყვითელი ფქვილი უკეთესია) და ხახვთან ერთად მოთუშეთ. ბულიონს მოხადეთ ცხიმი (ცხიმი არ უნდა შეყვეს ბულიონს.), გაწურეთ და აიღეთ 3 ლიტრი, ჩაასხით ქვაბში დაუმატეთ მოშუშული ხახვი და აადუღეთ. გაგრილებულ ბულიონში გახსენით ნიგვზის მასა, დააბლენდერეთ და აადუღეთ. 1-2 წუთის შემდეგ ჩააწყვეთ აქნილი ინდაური, ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით, რომ გაცივდება დაასხით მოდუღებული, ცხელი ძმარი.