
ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, ქალბატონმა ლიამ მოგვაწოდა. მკითხველების რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.
ნახევრად მოხარშეთ დედალი ინდაური და შებრაწეთ აირღუმელში.(თუ წინადღეს ამზადებთ, უკეთესია.დაუმატოთ ბულიონის ცხიმი შეწვისას.) 500 გრამი კარგი ხარისხის, დარჩეული ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
2 ცალი წიწაკა,10 კბილი ნიორი, ყვითელი ყვავილი, მიხაკ-დარიჩინი(გემოვნებით) და მარილი დანაყეთ კარგად. აურიეთ ნიგოზში და გამოხადეთ ზეთი. 600 გრ (გაურჩეველი) წითელი ხახვი გაარჩიეეთ და დაჭერით ძალიან წვრილად. მოთუშეთ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში, არ გაააწითლოთ, უნდა მოითუშოს. დააყარეთ 2 ს/კ სიმინდის ფქვილი (ყვითელი ფქვილი უკეთესია) და ხახვთან ერთად მოთუშეთ. ბულიონს მოხადეთ ცხიმი (ცხიმი არ უნდა შეყვეს ბულიონს.), გაწურეთ და აიღეთ 3 ლიტრი, ჩაასხით ქვაბში დაუმატეთ მოშუშული ხახვი და აადუღეთ.
გაგრილებულ ბულიონში გახსენით ნიგვზის მასა, დააბლენდერეთ და აადუღეთ. 1-2 წუთის შემდეგ ჩააწყვეთ აქნილი ინდაური, ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით, რომ გაცივდება დაასხით მოდუღებული, ცხელი ძმარი.