პირველი ფენა მოამზადეთ ალუბლის წვენისგან. 35 გრ ჟელატინი დაალბეთ 150 მლ ალუბლის წვენში. ცალკე, 500 მლ წვენს, დაუმატეთ 200გრ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე, შაქარი რომ გადნება, გადმოდგით და ცხელ მასაში დაუმატეთ დალბობილი ჟელატინი. მოურიეთ განუწყვეტლივ, სრულ გალღობამდე. დაასხით ფორმაზე, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში, გამყარებამდე. მასა რომ გამყარდება, მოამზადეთ მეორე ფენა. 35 გრ ჟელატინი დაალბეთ 150მლ რძეში (ოთახის ტემპერატურის). ცალკე, 600გრ არაჟანს, დაუმატეთ 200გრ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე, მოურიეთ განუწყვეტლივ, შაქრის სრულ გადნობამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, ცხელ მასაში მოათავსეთ დალბობილი ჟელატინი, მოურიეთ განუწყვეტლივ, სრულ გალღობამდე. არაჟნის მასა დაასხით ალუბლის წვენის გამყარებულ მასაზე და ისევ მაცივარში შედგით, რომ გამყარდება მოამზადეთ მესამე ფენა. 15 - 20წთ სჭირდება ჟელატინს დასალბობად, კოვზით არ მოურიოთ. მესამე ფენა, არის კაკაოთი. 35 გრ ჟელატინი დაალბეთ 150მლ რძეში. ცალკე 500გრ რძეს დაუმატეთ 3ს/კ კაკაო, 200გრ შაქარი, მოურიეთ განუწყვეტლივ, ნელ ცეცხლზე, შემდეგ ჟელატინი გაალღვეთ და გადაანაწილეთ მესამე ფენად, მოათავსეთ მაცივარში, ერთი დღით, გამოდის უგემრიელესი დესერტი.