ნახეთ ოლადების საუკეთესო რეცეპტი, რომ „ჩემსავით 11 წელი არ იტანჯოთ სხვადასხვა რეცეპტის დახელოვნებაში“
ნახეთ ოლადების საუკეთესო რეცეპტი, რომ „ჩემსავით 11 წელი არ იტანჯოთ სხვადასხვა რეცეპტის დახელოვნებაში“
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

თუკი იდეალური ოლადების მომზადება თქვენთვისაც აქილევსის ქუსლად იქცა და ათობით რეცეპტის მიუხედავად მაინც ვერ იღებთ სასურველ შედეგს, აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი ნინჩო ჯიბლაძისგან.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2 ც
  • შაქარი - 100 გ
  • მწიკვი ვანილი და მარილი
  • მაწონი ან კეფირი - 500
  • სოდა
  • ფქვილი
მომზადების წესები

 

 

ყოველ წელს, ახალი წელი რაღაცით მაინც განსხვავდება ხოლმე ძველი წლისგან - ხოდა ვისაც გგონიათ ორი ბავშვის მშობლები ახალ...

Posted by Nincho Jibladze on ორშაბათი, 04 იანვარი, 2021

ავთქვიფოთ ორი კვერცხი და 100 გრ შაქარი კარგად გათეთრებამდე, დავამატოთ ვანილი. ცალკე ჯამში ავურიოთ 500 გრ მაწონი და 1 ჩაის კოვზი სოდა, ოდნავ მარილით. დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ მასა დაემსგავსოს საშუალო სისქის ცომს და არა არაჟანს. ტაფა კარგად გავახუროთ, არ დავასხათ დიდი რაოდენობით ზეთი და თავახდილად შევწვათ. არ დაგეწვათ - ერთი სუფრის კოვზი მასა, თითო ალადიათვის საკმარისია.

 

ტეგები:
საუზმე საუზმეული ოლადი ოლადები ნანახია: 11331