მოამზადეთ 2 ბისკვიტი ცალ–ცალკე. გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები. კვერცხი და შაქარი, მარილი, ვანილი ათქვიფეთ 10 წუთით, სანამ არ გათეთრდება და გაორმაგდება, შემდეგ დაამატეთ სოდით გააქტიურებული კეფირი, კარაქი და ბოლოს დააცერით ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი. შეურიეთ სილიკონის კოვზით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, კალკადაფენილ ფორმაში, წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა- ქვედა წვით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. კრემის მოსამზადებლად შაქარი და ფქვილი შეურიეთ, გახსენით რძეში კარგად, დადგით დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ გამუდმებით. როდესაც შესქელდება, მოშუშეთ 10-15 წუთით, მუდმივი მორევით. ვანილი დაუმატეთ ცხელშივე, კონტაქტურად გაუკეთეთ სამზარეულოს ცელოფანი. კარგად გააცივეთ. ამოიყვანეთ ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი და შეათქვიფეთ ნელ–ნელა, იმავე ტემპერატურის ფაფა, დაამატეთ შესქელებული რძე. კარგად გაციებულ ბისკვიტებს ჩამოაჭერით გვერდები, გაჭერით თითოეული შუაზე და დაკრემეთ მიღებული 4 ფენა.