სასურველ ზომებად დაჭერით საქონლის ხორცი, გარეცხეთ და მოსახარშად დადგით ცეცხლზე. როდესაც წამოდუღდება, წყალი გადაღვარეთ და გააგრძელეთ ხარშვა. სანამ ხორცი იხარშება, გათალეთ 7-8 ცალი კარტოფილი, საშუალო ზომის სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო. კარტოფილი დაჭერით სასურველ ზომებად, კომბოსტო თხლად და გრძლად, სტაფილო და ჭარხალი კუბებად. ტაფაზე, ზეთში მოშუშეთ ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, დაამატეთ ტომატი. როდესაც ხორცი თითქმის მოიხარშება, დაუმატეთ კარტოფილი, დაახლოებით 5 წუთში კომბოსტო და ბოლოს ტაფაზე მოშუშული მასა. კარგად გადაურიეთ. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, უცხო სუნელი გემოვნებით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი კიდევ 2 წუთით ადუღეთ. უგემრიელესი წვნიანი მზადაა. ძალიან უხდება არაჟანი. გემრიელად მიირთვით.