ცომი გავადნოთ და გავაბრტყელოთ სასურველ ზომამდე. დახეხილი იმერული ყველისა და სულგუნის ნაზავს დავუმატოთ წვრილად დაკეპილი "ნიკორას" შაშხი და 2 ცალი უმი კვერცხის ცილა. კარგად ავურიოთ. ცომის ნახევარზე მოვათავსოთ ყველისა და შაშხის ნაზავი და ზემოდან დავაწყოთ რგოლებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. გადავაფაროთ ცომის მეორე ნახევარი, მოვუკრათ პირი. ზედაპირს გადავუსვათ კვერცხის გული და ოდნავ დავჩხვლიტოთ ჩანგლით. ვაცხობთ ღუმელში 200 გრადუსზე 30-40 წუთით ზედაპირის დაბრაწვამდე.