მოამზადეთ სიროფი: ქვაბში მოათავსეთ შაქარი, აგარ–აგარი და დაასხით წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაბალ სიჩქარზე, როგორც კი მზად იქნება სიროფი, ცხლად უნდა დაამატოთ ათქვეფილ ცილას და თან თქვიფეთ. კარაქი და მოხარშული შესქელებული რძე ერთად ათქვიფეთ, როდესაც სიროფს დაუმატებთ, 3-4 წუთის შემდეგ დაუმატეთ კრემს. გააგრძელეთ თქვეფა. სიროფს თუ მოდუღება დააკლდება, ბეზე გათხელდება და არ გამოვა. ამიტომ, საჭიროა იცოდეთ: თუ თერმომეტრი გაქვთ, სიროფი მზადაა 112°–ზე, თუ არ გაქვთ, ჯამით დაიდგით წყალი და ჩააწვეთეთ რამოდენიმე წვეთი, თუ დაკრისტალდა მზადაა და თუ გაიშალა – აკლია მოდუღება. იქამდე უნდა ადუღოთ, სანამ არ დაკრისტალდება წყალში. ცხელს უმატებთ. აგარის ადუღება შეიძლება, ხოლო ცხოველური ჟელატინის არა, ჩვეულებრივი ჟელატინით ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. რაც შეეხება შოკოლადის ფენას, იგივე არის, უბრალოდ უმატებთ შესქელებული რძის ნაცვლად 50 გრ გალღობილ შოკოლადს, ათქვეფილს კარაქთან ერთად. ამ შემთხვევაში გადატანილია 16 სმ ფორმაზე, მაცივარში დააყოვნეთ 6 საათის განმავლობაში. შემდეგ დაჭრით და ამოავლეთ კაკაოში ან შოკოლადში, თქვენი სურვილით.