შოკოლადის კექსი
შოკოლადის კექსი
დრო 80წთ
ულუფა 1
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი (მარგარინი) - 150 გრ
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • მაწონი - ნახევარი ქილა
  • სოდა ძმრით - 1 ჩკ
  • ფქვილი - 4-5 ჭიქა
  • კაკაო - 2 სუფრის კოვზი
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
მარგარინი გავადნოთ დაბალ ცეცხლზე. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, შემდეგ დავუმატოთ მაწონი რომელსაც გავურევთ სოდას ძმრით. ამის შემდეგ მოვურიოთ კარგად და დავამატოთ გამდნარი მარგარინი. ყველაფერს ერთად ავთქვეფავთ. დავუმატოთ ფქვილი სანამ არ გახდება არაჟნის სისქის მასა. შემდეგ დავამატოთ ვანილი და კაკაო. ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 150-200 გრადუსზე. გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
gabriel sebiskveradze
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 246