ქათამი დაჭერით, ჩადეთ ქვაბში და დაასხით 3-4 ლ წყალი. ჩაამატეთ ხახვი. წამოადუღეთ და მოხადეთ ქაფი, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ბულიონი ძლიერი დუღილის გარეშე, რამდენიმე საათით, ბოლოს ჩააგდეთ 1 ც სტაფილო. სანამ ხორცი თავისით არ ჩაიშლება და მოსცილდება ძვლებს. წყლის ჩამატება სასურველი არ არის. დუღილის ბოლოს დაამატეთ პილპილი, დაფნა, მარილი და კიდევ 20-30 წთ ხარშეთ. ( ამ შემთხვევაში ჩამატებულია მდოგვის მარცვლებიც ) გააგრილეთ ბულიონი, ამოიღეთ ხორცი, გააცალეთ კანი და ძვლები, დაჭერით თანაბარ ზომაზე, შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი. ბულიონი გაწურეთ 2 ჯერ. ფორმებში ძირში დაალაგეთ დაჭრილი სტაფილო (ბულიონიდან), მოაყარეთ ბროწეული, შემდეგ ხორცი და დაასხით ბულიონი. გაციების შემდეგ შედეთ მაცივარში. კერძი მზად იქნება 8-12 საათის შემდეგ. ამოიღეთ ფორმიდან, გააფორმეთ, მიიტანეთ სუფრასთან მდოგვთან და ჭაჭასთან ერთად . აი, ჭაჭა აუცილებელია!