მოხარშთ კვერცხი, კარტოფილი და ჭარხალი. გახეხეთ წვრილად ყველა ინგრედიენტი და დაიწყეთ ფენა–ფენა სალათის აწყობა. პირველ ფენა არის კომბოსტო, შემდეგ კარტოფილი, მარილი და პილპილი გემოვნებით, მწვანე ხახვი, მაიონეზი, სტაფილო, ქინძი, მაიონეზი, ჩაახეხეთ მოხარშული კვერცხი. მოაყარეთ გახეხილი ჭარხალი და სალათაც მზად არის. გემრიელად მიირთვით.