გახეხილი, ცივი მარგარინი და 200 გ ფქვილი აურეთ, მიეცით გუნდის ფორმა. წყალში გახსენით ლიმონმჟავა, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, ზეთი და ათქვიფეთ. მასა დაასხით დანარჩენ ფქვილში და მოზილეთ საშუალო სიმკვრივის ცომი, დააფარეთ ტილო და 15 წუთით დადგით. ცომის გუნდა ჯვარედინად დასერეთ, კონვერტის ფორმით გააბრტყელეთ – კიდეები მეტად, გული ნაკლებად. გულში ჩაუდეთ მარგარინი, გადმოშლილი გვერდები გადაკეც-გადმოკეცეთ, ოდნავ გააბრტყელეთ, მართკუთხედის ფორმა რომ მიიღოს და სამად გადაკეცეთ. ცელოფანში ჩადებული ცომი მაცივარში 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ასევე გააბრტყელეთ და 15 წუთით კვლავ მოათავსეთ მაცივარში. კიდევ ორჯერ გაიმეორეთ ეს პროცედურა. ბოლო დამუშავებისას ცომი რულეტივით გადაახვიეთ და მაცივარში სველ ტილოში გახვეული მინიმუმ 3 საათით მოათავსეთ. ცომი დაჭერით სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად და 220 გრადუსზე გამოაცხვეთ. როდესაც კარგად ამოვა და გაოქროსფერდება, 180 გრადუსზე დაუწიეთ ტემპერატურა და გამოაშრეთ. კრემის ინგრედიენტები (კარაქის გარდა) კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. მუდმივი მორევით მოხარშეთ კრემი, როცა წამოდუღდება და შესქელდება, გადმოდგით და გააცივეთ. კარაქი გათქვიფეთ, შეათქვიფეთ ცივი კრემი და ვანილი. ნაპოლეონის ნაჭრები 2-3 ნაწილად გაჭერით და წაუსვით კრემი. შეგიძლიათ, რამდენიმე ნაჭერი დაფხვნათ და კრემწასმულ ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ.