რაფაელო: ვაფლის ფირფიტები დააბლენდერეთ, დაუმატეთ შესქელებული რძის მოცემული რაოდენობა. მასა უნდა შეიკრას, შუა გულში მოათავსეთ თხილი, დაამრგვალეთ და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში. ფერერო როშე: დააბლენდერეთ ვაფლი, დაუმატეთ ნუტელა, შუაგულში ჩადეთ თხილი. მიეცით მრგვალი ფორმა. შოკოლადის ტაბლეტი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და ამოავლეთ. მართლაც უგემრიელესია, გემრიელად მიირთვით.