წამოადუღეთ საქონლისა და ღორის ხორცი, გააგრილეთ და გაატარეთ მსხვილნასვრეტებიან ხორცის მანქანაში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ხორცის ნახარშიდან მოხდილ ცხიმში, დაამატეთ გატარებული ხორცი, მწვანილი, ნიორი, მარილი და წიწაკა, ქონდარი. დაამატეთ მონახარში ბულიონი და ადუღეთ 5 წუთით. (შეგიძლიათ დაუმატეთ წინასწარ გამზადებული, მოხარშული ბრინჯი ან დაჭრილი, მოხარშული კვერცხი. გემოვნების მიხედვით.) გააგრილეთ კარგად და მზადაა ბლინების ფირფიტებში შესახვევად. ბლინები: ათქვიფეთ 6 ცალი კვერცხი, დაასხით რძე ან წყალი, მარილი, წამოდუღებული ზეთი, თანდათან შეურიეთ ფქვილი. ( შემდეგ, თვალის ზომით გაათხელეთ ცომი) მასა უნდა იყოს საშუალო სისქის, ტაფაზე რომ დაისხას. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი, პატარა საწვნით ტაფაზე მოასხით ცომის თხელი ფენა, როდესაც ერთი გვერდი ოდნავ მოიბრაწება, შეგიძლიათ გადმოაბრუნოთ. გადმოიტანეთ გამზადებულ დაფაზე. შეახვიეთ უკვე კარგად გაგრილებული. გემრიელად მიირთვით.