ქათამი მოხარშეთ, მოხარშვისას ჩააყოლეთ დაფნა და მწვანე ქინძი, მოხარშვამდე დაამატეთ მარილი. მჭადის ფქვილი მოშუშეთ ცხიმში, გემო რომ არ ქონდეს, ცოტა წყალთან ერთად რომ მოიშუშება, სუნი ფქვილის არ ექნება.. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილ ბადეში. ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ცხიმში, აუცილებელია მოთუშვა, თავისებურ გემოს აძლევს ბაჟეს. გატარებული ნიგოზი, ნიორი, სუნელები, ხელით დაამუშავეთ კარგად, როდესაც ზეთი გამოუვა გადაწურეთ, გადაიტანეთ ბლენდერში სტაფილოსთან, ხახვთან ერთად. დაამატეთ მოშუშული მჭადის ფქვილი, ფოთოლი ქინძი, სუნელები, წიწაკა, მარილი. დაასხით გაგრილებული ბულიონის წვენი და დააბლენდერეთ. დააყენეთ სასურველ სისქეზე, ჩააწყვეთ მოხარშული ქათამი.