გასუფთავებული, დანაწევრებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ ცხიმი, დაასხით წყალი და სანახევროდ მოხარშეთ. ბულიონი გადმოწურეთ, ცხიმი ჩაააბრუნეთ ქვაბში, დაამატეთ ხახვი ბლომად, როცა ხახვი შეიბრაწება დაამატეთ, 1ს/კ ზაფრანა (ყვითელი ყვავილი), 1ჩ/კ ტომატი და გააგრძელეთ მოთუშვა, დაამატეთ თავისივე ბულიონი. ნიგოზი საცერზე გახეხეთ წინასწარ, დაამატეთ მარილი, უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი, 4 კბილი ნიორი, წვრილად დაკეპილი ნედლი ქინძი, ხორცის სუნელი მეგრული, მარილი და წიწაკა სიფრთხილითა და გემოვნებით. ადუღებულ ბულიონში დაამატეთ ბურთებად დაყოფილი, შეზავებული ნიგოზი და კარგად მოურეთ რომ გაიხსნას. დაელოდეთ ადუღებას და გადმოდგით, დუღილისგან რომ არ გაშავდეს. ბევრი დუღილი ნიგოზს აშავებს, ფერს უკარგავს. უგემრიელესია ღომთან ერთად.