შემთბარ რძეს დაამატეთ შაქარი, საფუარი და გააჩერეთ სანამ საფუარი გაქტიიურდება (10-15 წუთით) გააქტიურებულ საფუარს დაუმატეთ: გამდნარი კარაქი, შაქარი, კვერცხის გული, მარილი, ფქვილი. მიღებული ცომის მასას მთლიან ზედაპირზე წაუსვით ცოტა ზეთი. გადაიტანეთ ცომი ცხიმწასმულ ჯამში და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათით ( სანამ კარგად არ აფუვდება). გააკეთეთ ცომისგან 15 პატარა ბურთულა და მოათავსეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. გამოსაცხობ ფორმაშიც გააჩერეთ (დაახლოებით 1 საათით) რომ აფუვდეს და მისი მასა გაორმაგდეს. ბოლოს თავზე წაუსვით კვერცხის ცილა და მოაყრეთ სეზამის მარცვლები. გამოაცხვეთ - 180°C, ზედაპირი უნდა გახდეს ოქროსფერი შეფერილობის.